ბათუმში, იმედაიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოიპარეს. შემთხვევა დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის კარი ღია იყო და ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. საქმეში სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ფიგურირებენ.
სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი იპოვეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.