შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები 24 დეკემბერს - საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. რა შეზღუდვა მოიხსნება? - დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შეხვედრა ეკონომიკის მინისტრსა და ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დღეს არის დაგეგმილი. მთავრობა ითხოვს გარანტიებს, რომ სავაჭრო ობიექტებთან არ იქნება მომხმარებელთა რიგები და კოვიდ უსაფრთხოების კუთხით უკონტროლო სიტუაცია. ბიზნესმენთა ნაწილი ამბობს, რომ მზად არის მთავრობის ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაიცვას.