საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურამ” მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ჩელე არენაზე მასპინძლებმა ლანჩხუთის “გურია” დაამარცხეს ანგარიშით 3:1. ამ წარმატებით შუქურამ მე-7 პოზიციიდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურის მატჩს “შუქურა” 30 ოქტომერს გამართავს სტუმრად საფეხბურთო კლუბ “ცხინვალთან”. დღევანდელ მატჩში მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა გია გურულს.