თბილისის ''დინამომ'' ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

17 დეკემბერი 2020, 21:09 1648 ნახვა

თბილისის ''დინამომ'' ჩემპიონთა ლიგაზე წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. რურუას გაწვრთნილმა გუნდა მონტენეგროს ''იადრანი'' სამ ბურთიანი სხვაობით 11:8 დაამარცხა.

პირველ და მეორე ტურში იტალიურ და ესპანურ გრანდებტან განცდილი მარცხის შემდეგ თბილისელებმა ძალები მოიკრიბეს და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს.

დინამოს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და ''იადრან'' ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. ზუკა რურუას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.

თბილისის ''დინამოს'' წყალბურთის გუნდი ისტორიაში პირველად ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასულ წელს გავიდა და პირველი გამარჯვებაც შარშან მოიპოვა.

წელს უკვე გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და უკვე 3 ტურში შეძლო შარშანდელი შედეგის განმეორება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი