პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები გაუუქმდება, ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის სახით უკვე შევიდა.
პარტიები ვერც მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით ისარგებლებენ. კანონპროექტს დღეს არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.