საპროტესტო აქცია უმაღლეს საბჭოსთან

17 დეკემბერი 2020, 15:30 976 ნახვა

უმაღლეს საბჭოს შენობაში დეპუტატები საყვირების ფონზე და სირცხვილის კორიდორის გავლით შევიდნენ. შენობასთან ორგანიზაცია '',,ალტერნატივას’’'' წევრები შეიკრიბნენ. “რატომ გააყალბეთ არჩევნები”? – ამ კითხვაზე პასუხებს  “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან ითხოვდნენ. ცოტნე ანანიძეს, ირაკლი ჭეიშვილსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმაღლესი საბჭოს გარე პერიმეტრზე, სადაც სტიკერის გაკვრის გამო ,,ალტერნატივას’’ წევრები რამდენიმე დღის წინ დააკავეს, აქტივისტებს დახვდათ წარწერა “არა ნაცებს”, რის შემდეგაც სცადეს სტიკერების გაკვრა, რისი უფლებაც სამართალ დამცველებმა არ მისცეს და განუმარტეს, რომ წარწერებთან დაკავშირებითაც გამოძიება უკვე დაიწყო.საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიცია იყო მობილიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი