აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ორგანიზაცია ''ალტერნატივას'' წევრები არიან შეკრებილები. ისმის საყვირების ხმა და დეპუტატები შენობაში შეძახილების ფონზე შედიან.
ამ წუთებში ალტერნატივას წევრებს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ცოტნე ანანიძე და ირაკლი ჭეიშვილი ესაუბრებიან.
,,რატომ გააყალბეთ არჩევნები და რატომ მოპარეთ ხალხს არჩევანის უფლება? ''- ჰკითხა ხათუნა ბერიძემ ცოტნე ანანიძეს.
,,თუ თქვენ ლაპარაკობთ სამართლიანობაზე, პატივი უნდა სცეთ ადამიანის უფლებებს და არ უნდა დაარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია'' - აცხადებს ანანიძე.
უმაღლეს საბჭოში დღეს, პირველად უნდა მივიდეს ირაკლი ჩავლეიშვილიც, რომელმაც რესპუბლიკური პარტია ორი დღის წინ დატოვა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შედის. გუშინ კი სურვილი გამოთქვა, რომ განათლების კომიტეტში იმუშაოს.