სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა

16 დეკემბერი 2020, 18:04 1347 ნახვა

ბათუმის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა. მერიის ინფორმაციით,   შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.  ახალი საბჭო  8 დეკემბერს დაკომპლექტდა  და 14 წევრისგან შედგება.

საბჭოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  თამარ გუდავა, მოადგილედ კი ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  დამფუძნებელი რამინ მაჭარაშვილი აირჩიეს.

საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბათუმში არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სხვადასხვა დარგობრივი უწყების წარმომადგენლები შედიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი