ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს

16 დეკემბერი 2020, 18:05 980 ნახვა

ქობულეთში არასტანდარტული ციტრუსის კონცენტრატის ქარხანას ამ დრომდე 2.330 ტონა არასტანდარტული მანდარინი აქვს მიღებული და გადამუშავებული. 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე ფერმერს 20 თეთრს უხდიან, საიდანაც 10 თეთრი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა, ხოლო 10 თეთრს საწარმო გადაიხდის. 

რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე გააგრძელებს მუშაობას.

გუშინ ჩვენს ეთერში გასულ ვიდეო მასალაში ფერმერები ამბობენ, რომ საწარმო ვერ აუდის ციტრუსის მიღებას, რის გამოც რიგებში დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი