გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშიას’’ ლიდერები ოფიციალურად ამბობენ უარს საპარლამენტო მანდატებზე. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკოს სიის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა, უკვე ცალკეული დეპუტატი მოითხოვს დეპუტატის მანდატის შეჩერებას.
ოპოზიცია განმარტავს, რომ მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციური პარტიების ახირება არ არის და ამით ისინი საზოგადოების ნებას აღასრულებენ.