როდის შეუდგება საკანონმდებლო საქმიანობას ირაკლი ჩავლეიშვილი უცნობია. რეგიონის წარმომადგენლობით ორგანომდე იგი წლების განმავლობაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ასევე უცნობია რა პოზიციას დაიკავებს იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ირაკლი ჩავლეიშვილის შეუძლია გახდეს იმ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სადაც მუშაობას ისურვებს. ბიუროს წევრობისთვის კი მას ფრაქცია და თავმჯდომარის თანამდებობა სჭირდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში კი ახალი მოწვევის შემადგენლობა ბიუროს პირველ სხდომას დღეს გამართავს, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი იქნება. პირველი პლენარული სხდომა კი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.