გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი?

16 დეკემბერი 2020, 12:20 765 ნახვა

პოლიტიკოსები მეხუთე რაუნდის მოლოდინში. ოპოზიციურ პარტიებში ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს ოპოზიციაში განხეთქილებაა, რაც არ არის სიმართლე. კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას მოლაპარაკების მნიშვნელობაზე და ამბობენ, რომ მათ კომპრომისული წინადადებები უკვე წარადგინეს და ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა".  განმარტავენ,  რომ გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას არავითარი კავშირი არ აქვს მეხუთე რაუნდის ბედთან. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საჭიროა მხარეებს შორის დროულად შედგეს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ალტერნატივად რევოლუცია რჩება, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი