უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე შვიდი აქტივისტი დააკავეს

15 დეკემბერი 2020, 15:42 1656 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად მიმდინარე  აქციაზე 7 აქტივისტი დააკავეს. აქციის წევრები სამართალდამცველებმა პოლიციისადმი   დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.აქტივისტებმა უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია პერფორმანსი გამართეს.საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს, რომლებზეც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ფოტოები ჰქონდათ გაკრული. ასევე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ უმაღლესი საბჭოს ღობეზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი