"ქართულმა ოცნებამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები ოფიციალურად დაასახელა

14 დეკემბერი 2020, 18:32 1981 ნახვა

პარტია "ქართულ ოცნებაში" საბოლოო კონსულტაციები დასრულდა. ტიტე აროშიძის განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, თუ რომელი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა თანამდებობებზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეორე ვადით, კვლავ დავით გაბაიძე იქნება, ხოლო მისი პირველი მოადგილის პოსტს ტიტე აროშიძე დაიკავებს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელი - გიორგი მანველიძე; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ირაკლი ჭეიშვილი; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - ვლადიმერ მგალობლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი - მარინე გვიანიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ილია ვერძაძე; ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი – ცოტნე ანანიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი – დავით ბაციკაძე; აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი - ფრიდონ ფუტკარაძე; გენდერული საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ, 15 დეკემბერს შეიკრიბება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში