ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე ხვალ 12 საათზე შეიკრიბება. პარლამენტის მსგავსად აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც დეპუტატები მხოლოდ მმართველი გუნდიდან იქნებიან წარმოდგენილი.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, პარტია კი, რომელმაც 5% ბარიერი გადალახა და ეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა'', მანდატებზე უარს ამბობს.