აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა

14 დეკემბერი 2020, 15:21 1010 ნახვა

აჭარაში კორონავირუსით  ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია . სპეციალური შტაბის სხდომის შემდეგ გაკეთებულ  განცხადებაში  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა  აღნიშნა ,რომ იმის მიუხედავად  ,რომ შაბათ- კვირას  ჩატარებული ტესტების რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია ,   ეს მაჩვენებელი   30- 35 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი  20 პროცენტამდეა  შემცირებული. თუმცა ჯერ ჯერჯერობით დამშვიდების საშუალება არ გვაქვს და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ  აუცილებელია, რადგან მოხდა თუ არა  სიტუაციის სტაბილიზაცია, ეს  მომდევნო კვირების მაჩვენებლებზე დაკვირვების შემდგომ დაზუსტდება. ნინო   ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარის  კოვიდ კლინიკებში დაახლოებით 200-მდე  ადგილია თავისუფალი , თავისუფალია ასევე  კოვიდ სასტუმროებში  ნომრები, რის გამოც  კოვიდ სასტუმროების ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი