ქობულეთში დიოდური გარე განათებები მოიპარეს

14 დეკემბერი 2020, 14:36 2668 ნახვა

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო ზოლში,16 დიოდური გარე განათება მოიპარეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რადგან კომპანიას, რომელიც ახალ ბულვარის მთლიან ზოლში განათებას ამონტაჟებს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს. კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე ამბობს, რომ ქურდობის ფაქტი, მაშინ მოხდა, როდესაც სამუშაო საათები დასრულებული იყო. კომპანიამ ჯამში ნარგავების გასანათლებლად 256-ცალი დეკორატიული განათება უნდა დაამონტაჟოს. 1 ცალის ღირებულება 150 ლარია.  ქობულეთის მერიაში  აცხადებენ, რომ შპს „ჯორჯიან სტოუნს“ სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად მიღება-ჩაბარების დოკუმენტი საბოლოოდ არაა გაფორმებული. ისინი მომხდარზე  პასუხისმგებლობას არ იღებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში