მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის IV ფაზის ფარგლებში სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტესტირებასა და შემდგომში გზის საფარის აღდგენას მოითხოვს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარს აღემატება.