ბათუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება 

14 დეკემბერი 2020, 10:31 11664 ნახვა

15 დეკემბრიდან ბათუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით სატესტო რეჟიმში იცვლება.

გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე, ამავე მიმართულებით. მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს საწინააღმდეგო მიმართულებით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე - BUS LANE-ზე.

მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთის ჩათვლით, შენარჩუნდება ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა. ჭავჭავაძის ქუჩიდან თბილისის მოედნის მიმართულებით, BUS LANE-ზე იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსი.

ბარათაშვილის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩის მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე იმოძრავებს ავტობუსები. საავტომობილო მოძრაობა კი, ორმხრივი იქნება.

ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, კვეთამდე.

პუშკინის ქუჩაზე შენარჩუნდება ორმხრივი მოძრაობა შავშეთის ქუჩის კვეთიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში მოძრაობა გაცალმხრივდება. 

''პროექტის მიხედვით გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივებაც იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, დროებით ცვლილება შევიდა. ამ ეტაპზე ორმხრივი მოძრაობა რჩება. რაც შეეხება პუშკინის ქუჩას, აქაც იგეგმებოდა 26 მაისის ქუჩამდე  უნდა ყოფილიყო ცალმხრივი მოძრაობა, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ეს შეგვეცვალა'' - აცხადებენ ბათუმის მერიაში.  

ახალი სქემის მიხედვით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე - BUS LANE-ზე შესაძლებელია ველოტრანსპორტით მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი