დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

13 დეკემბერი 2020, 12:35 1262 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი