სამართლიანი არჩევნების შეცვლილი ანგარიში და შეფასებები

12 დეკემბერი 2020, 14:50 1723 ნახვა

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პარალელური დათვლის საბოლოო შედეგები პროგრამული ხარვეზის გამო არის ოდნავ შეცვლილი. ელენე ნიჟარაძის თქმით, ეს მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ ცესკოს ოქმებზე დაყრდნობით არის შეჯამებული და შედეგზე გავლენას არ ახდენს.

ამავდროულად ნიჟარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მანიპულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ანგარიშში ასახულ საგანგაშო დარღვევებზე არ საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ცოტახნით ადრე მას ჰქონდა შეხვედრა ქართულ ოცნებასთან თავად  მმართველი გუნდის თხოვნით თუმცა ხელისუფლების მხრიდან ორგანიზაციაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს.

მისთვის გაუგებარია საიდან ჰქონდა ინფორმაცია მმართველ გუნდს სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაზე და არ გამორიცხავს მათი მხრიდან ფარულ მიყურადებას.რაც შეეხება  ოპოზიციას,აცხადებენ, რომ პარალელური გადათვლის საბოლოო შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.თემაზე ბრიფინგი გაიმართა ქართულ ოცნებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი