ოპოზიციის მხრიდან აქციებისა და ბოიკოტის ფონზე საქართველოს პარლამენტი დღეს მაინც შეიკრიბა.
საკანონმდებლო ორგანოს გახსნით სხდომას სტუმრებთან ერთად მხოლოდ ''ქართული ოცნების'' დეპუტატები ესწრებოდნენ. მათი რაოდენობა 90-ია დანარჩენი სამოცი ადგილი კი ჯერჯერობით ოპოზიციას ეკუთვნის.
სხდომა უხუცესმა პარლამენტარმა ლადო კახაძემ გახსნა, შემდეგ კი უკვე დეპუტატებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა.