მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

11 დეკემბერი 2020, 11:31 1059 ნახვა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელსაც მხოლოდ ერთი პარტიის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან. დარბაზში არ არის ოპოზიცია. ისინი მანდატებზე უარს ამბობენ და დღეს  მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული, შემდეგ კი საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. სხდომის დაწყებამდე ''ქართული ოცნების'' წევრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს კოლეგებს შესულიყვნენ პარლამენტში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში ჯანსაღ ოპოზიციონერებს ელოდება, თუმცა ვის არ დაუკონკრეტებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი