ეპიდ-ვითარება 10/12

10 დეკემბერი 2020, 20:03 1202 ნახვა

არ არის გამორიცხული წინასაახალწლოდ შეზღუდვები აღარ მოიხსნას, რადგან ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ შეზღუდვების შესრულება, როგორც რიგით მოქალაქეებს ასევე, დაწესებულებებსა და ობიექტებს უჭირთ, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ასევე ქვეყანა ელოდება „შავი პარასკევის“ დღის შედეგებსაც.

მოქალაქეებს,რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ სპეციალისტები მოუწოდებენ, მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მონაცემების გადამოწმება უფასოა.

კოვიდ 19-ით ინფიცირებულებს დღეს, კიდევ 4 570 მოქალაქე დაემატა, ასევე, ვირუსს ემსხვერპლა 43 ადამიანის სიცოცხლე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი