ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას ადგილზე იწყებს. ამ ეტაპზე ჟანგბადის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ათ დღეში უნდა დასრულდეს. პანდემიის პროცესში გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, რამაც ჟანგბადზე მოთხოვნაც გაზარდა.
საავადმყოფოში ახალი 8 ტონიანი მოცულობის რეზერვუარი დაამონტაჟეს, რომელიც კლინიკას საპარტნიორო ფონდმა გადასცა.
მედიკოსების ინფორმაციით, მანამდე არსებული 6 ტონიანი რეზერვუარი მხოლოდ ორი დღე ჰყოფნიდათ.