''ლანჩხუთი'' შვედურ ''როსენგარდთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა

09 დეკემბერი 2020, 16:36 1297 ნახვა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრაში "ლანჩხუთმა" შვედურ "როსენგარდს" უმასპინძლა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 7-0 დამარცხდა. ეპიდსიტუაციის გამო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

გურულებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ევროპის 10 საუკეთესო კლუბს შორის მყოფ შვედურ გრანდთან ვერაფერი გააწყვეს და საწყის 33 წუთში 6 გოლი გაუშვეს.

მეორე ნახევარში კი მეტოქემ მხოლოდ ერთი გოლი დაამატა და საბოლოო ჯამში შეხვედრა "როსენგარდის" გამარჯვებით 7-0 დასრულდა. სტატისტიკა კიდევ უფრო მეტყველებს მეტოქეებს შორის დიდ სხვაობაზე.

შეხვედრაში „ლანჩხუთს“ კარის მიმართულებითაც არ დაურტყამს, არც კუთხური ჩაუწოდებია. როცა შვედებმა კარისკენ 43-ჯერ დაარტყეს, 17 კუთხური ჩააწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ "ლანჩხუთის" კარის დარაჯმა თათია გაბუნიამ 7 გოლი გაუშვა, ის გურულების შემადგენლობაში 21 სახიფათო მოგერიებული ბურთით საუკეთესო იყო.

ქართული და შვედური კლუბების საპასუხო დაპირისპირება მალმიოში 16 დეკემბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი "ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში