აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის ვერსიაში საქართველოზეც არის საუბარი

09 დეკემბერი 2020, 16:35 1078 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შეთანხმებული ვერსია დაამტკიცა, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. დოკუმენტს კონგრესის ქვედა პალატის 355 წევრმა დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს და ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა რესურსები უნდა მიმართოს შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე და ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი