საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს.
ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.