დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

09 დეკემბერი 2020, 14:39 185 ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის პროკურატურამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში