თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ. დოკუმენტის მიხედვით, მანამდე, სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.