საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

09 დეკემბერი 2020, 11:00 1074 ნახვა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3689.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში