მოლაპარაკებების მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა რას აპირებს ოპოზიცია და იქნება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული. ვინ შედის და ვინ არა საკანონმდებლო ორგანოში?
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი ქართულ ოცნებასთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს და და მმართველი გუნდი პარლამენტში მათ შემოყვანას ცდილობს.
დღეს ამ საკითხზე ლელოს ოფისშიც შეიკრიბნენ ოპოზიციური ლიდერები. უკვე ორი საათია, რაც ოპონენტები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.