covid-19 ვაქცინა შესაძლოა შემოვიდეს ​იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში - გამყრელიძე

08 დეკემბერი 2020, 12:49 1549 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად მუშაობა, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა ქვეყანაში მალე შემოვიდეს.

''ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ შესაძლებელი იყოს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვაქცინის შემოტანა. საუბარია 200-დან 300 ათას დოზაზე,  რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია. 

ეს არის პროცესი, რომლითაც დაახლოებით 20-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და  შემდეგ, კიდევ უნდა გავზარდოთ. იმისთვის რომ მივიღოთ საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტი, საჭიროა  აცრილი იყოს მოსახლეობის 60%მდე. 

პირველ ეტაპზე აიცრებიან რისკ ჯგუფები, ერთ-ერთი პირველი არის სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში