ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის სავალდებულოდ გამოცხადებაზე სასარგებლო იქნება, თუ ადამიანებს ვაქცინის ეფექტიანობაში დაარწმუნებენ. როგორც იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეით ობრაიენი ამბობს, გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოხდეს ადამიანების წახალისება და მოთხოვნების გარეშე დარწმუნება ვაქცინის სარგებლობაში. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმ შესაძლებლობასაც განიხილავენ, რომ სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.