მსოფლიო კოვიდ-19 ის ვაქცინაციის მოლოდინში

08 დეკემბერი 2020, 11:22 1201 ნახვა

ისტორიული დღე ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის – დღეს გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყება. ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით აიცრება. „ბიბისის“ ცნობით, თავდაპირველად ვაქცინას 80 წელს გადაცილებული ადამიანები, ექიმები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და იქ მომუშავე ადამიანები მიიღებენ. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს. ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი