ინდოეთში დაუდგენელ დაავადებას ებრძვიან

07 დეკემბერი 2020, 11:39 7077 ნახვა

ინდოეთში დაუდგენელ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ქალაქ ელურუს რაიონში ინფიცირებულთა რიცხვი შაბათს,  55 იყო, კვირას დილით 170, საღამოსთვის 270-მდე გაიზარდა, შუაღამით კი 315-მდე. პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა თითოეულ ოჯახში მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. გავრცელებული ცნობით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და 170-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი