მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 მილიონ 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 მილიონ 578 694 ადამიანი, მილიონ 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 19 მილიონ 264 888 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.