ეუთოს 27-ე მინისტერიალი

06 დეკემბერი 2020, 12:25 799 ნახვა

ეუთო-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა ე.წ. ხუთეულის განცხადება, როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდგომ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე.

დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.

ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი