რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა კვლავ ძალაშია - ოპოზიციის მორიგი შეხვედრა

05 დეკემბერი 2020, 18:20 973 ნახვა

ვინ რა კომპრომისზე წავა? გაერთიანებულ ოპოზიციაში ელოდებიან ქართული ოცნების რეაგირებას იმ დოკუმენტზე რომლის შინაარსსაც ელჩების თხოვნით არ ასაჯაროვებენ. ვიცით მხოლოდ ის, რომ მთავარი სამი მოთხოვნა მათ შორის ხელახალი არჩევნების ჩატარება უცვლელია. რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტი დიპლომატებმა მმართველ გუნდს უნდა  გადასცეს,  პასუხს კი  მმართველი პარტიისგან ასევე წერილობითი ფორმით ელოდებიან.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება მათ შეთავაზებას კონსტრუქციული განწყობით უნდა შეხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის პერსპექტივას ვერ ხედავენ.   ოპოზიცია, მათ შორის ისინი ვინც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახეს დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ამჯერად ლეიბორისტული პარტიის ოფისში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი