ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ტორპედო" დაამარცხა

05 დეკემბერი 2020, 17:06 3202 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა მოიგო ბათუმის "დინამომ". გია გეგუჩაძის გუნდმა გასვლაზე ქუთაისის"ტორპედოს" 2-1 დაამარცხა.

11-ე წუთზე გონსალვესმა კუთხური ჩააწოდა, გოთფრი ობოაბინამ კი რიონისპირირელთა კარი თავური დარტყმით აიღო. 31-ე წუთზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ყოფილი გუნდის კარი აიღო და ანგარიში 2-0 გახდა.

პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში ყოფილ კლუბს გურამ ადამაძემაც გაუტანა და საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. თავისი შეხვედრის მოგება მოახერხა თბილისის "დინამომ". დედაქალაქელებმა შინ "სამტრედია" 1-0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანიანიდან ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. 17-17 შეხვედრის მერე თბილისის "დინამოს" 37 ქულა აქვს ,ხოლო ბათუმელებს 35 ქულა. 

ჩემპიონატის ბოლო ტურში 10 დეკემბერს ბათუმის "დინამო" "ჩიხურას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თბილისის "დინამო" ამავე დღეს საკუთარ მოედანზე თბილისის "მერანს" მიიღებს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში