ოთხი ქართული სტადიონი, სადაც ევროპის ახალგაზრული ჩემპიონატის მატჩები გაიმართება

04 დეკემბერი 2020, 10:08 2853 ნახვა

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
ცნობილია ის სტადიონები, რომლებზეც ევროპის  ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.

საქართველოში შეხვედრები ოთხ სტადიონზე ჩატარდება.

‘’დინამო არენა’’  - თბილისი  -  54 200(ტევადობა); 
‘’მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი’’ - თბილისი -  27 220(ტევადობა); 
‘’ბათუმი არენა’’ - ბათუმი -  20 300(ტევადობა);
‘’ფაზისი’’ - ფოთი -  6 200(ტევადობა);

საქართველოში, გარდა ჯგუფური ეტაპის ორი ჯგუფის შეხვედრებისა, გაიმართება მეოთხედფინალის ორი მატჩი და ნახევარფინალური  ერთი დაპირისპირება.
ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში