ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს, რასაც ხმაური მოჰყვა

03 დეკემბერი 2020, 11:58 3236 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლების ალაგებას ხმაური მოჰყვა. დღეს დილით პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. 

მერიის თანამშრომლების გამოჩენას ადგილზე მყოფების პროტესტი მოჰყვა.

მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მერიას გარევაჭრობის შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მაკონტროლებლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე გარევაჭრობა რამდენიმე თვეა აკრძალულია. გაფრთხილების შემდეგ კი უკვე დახლებიც გაიტანეს და სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია მოაწესრიგეს. 

აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია. 

მოქალაქეები წერეთლის ქუჩაზე ღია დახლებზე ბოსტნეულს, ხილს, სხვადსხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ქაფშიასაც ყიდდნენ. 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში