საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა ალიანსის მომავლის განმსაზღვრელი ამ დოკუმენტის შემუშავებაში მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშს.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს ღია კარის პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებულია სამი ასპირანტი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.
დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.