კლინიკური აუდიტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სამინისტროში, მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და რომელიც, სამწუხაროდ, შემდეგ დღეებშიც დადგება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უყურადღებოდ არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ არის დატოვებული.როგორც იცით გუშინ თბილისში 19 წლის ახალგაზრდა კოვიდ დადებითი გოგო გარდაიცვალა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. ოჯახი ეჭვობს, რომ მისი შვილი დაუდევრობის მსხვერპლი გახდა. ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების მხრიდან მის ოჯახზე განხორციელებულ წნეხსა და ზეწოლაზეც ისაუბრა.