თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან, ადვოკატები ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში ასაჩივრებენ. საქმის განხილვა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. იურისტებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და დოკუმენტი, რომელიც დაკავებულების ბრალს დაამტკიცებს საქმეში არ არსებობს. ადვოკატებისთვის ასევე გაუგებარია, კონკრეტულად რა საფრთხეებიდან გამომდინარე იმსჯელა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები პატიმრობაში დაეტოვებინა.