რეგულაციების დარღვევისთვის 6 177 ობიექტი გააფრთხილეს, 3 დააჯარიმეს, 4 194 კი საქმიანობის უფლება შეუჩერდა - ფერაძე

30 ნოემბერი 2020, 13:26 926 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 6 177 ობიექტს ზეპირი და წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სამი დაჯარიმდა. ფერაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში  10 374 ობიექტი შემოწმდა.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა ბათუმში არსებული ფიტენსცენტრი. ბექა ფერაძის განმარტებით, ობიექტი აკრძალვების მიუხედავად ეკონომიკურ საქმიანობას აგრძელებდა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა. 

''რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა შრომის ინსპექციას, ასევე ჩართულია ამ პროცესში შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და  მუნიციპალური ინსპექცია, საპატრულო პოლიციაც.  

ორი დღის განმავლობაში სულ შემოწმდა 10 374 ობიექტი. წერილობითი და ზეპირი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა სამი ობიექტი, 4 194 შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა.  იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის განმეორების გამო, ერთი ობიექტის საქმე გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირებისთვის. 

თბილსიში შემოწმდა 4 711 ობიექტი, იმერეთში - 1 137,  კახეთში - 814, ქვემო ქართლში - 828, შიდა ქართლში -  493, სამეგრელო ზემო სვანეთში - 848, აჭარაში - 1 111,  მცხეთა მთიანეთში 140, გურიაში - 106 და რაჭა-ლეჩხუმში - 7 ობიექტი. 

მინდა გამოვეხმაურო შემთხვევას, რომლის შესახებაც გუშინ, მასმედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. ეს იყო ფიტნეს დარბაზი. მან დაარღვია იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესები და მიუხედავად თავდაპირველი გაფრთხილებისა , რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ეკონომიკური საქმიანობა შეეჩერებინა, ის არ დაემორჩილა შრომის ინსპექციის მოწოდებას, რის გამოც დაჯარიმდა 10 000 ლარით. 

კომპანიამ უარი განაცხადა, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, შესაბამისად ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  268 მუხლი, რომლის შესაბამისად ოქმი ჩაბარებულად ითვლება, თუ საქმის განხილვა მიმდინარეობს ადგილზე და  სამართალდამრღვევი უარს ამბობს ოქმის ჩაბარებაზე.

შესაბამისად 28 ნოემბრიდან ომი ითვლება ჩაბარებულად და მათ აქვთ 30 დღე ჯარიმის გადასახდელად'' - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი