აბონენტთა ნახევარს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. მიწოდების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს სოკარში ამბობენ,რომ ბათუმს გაზი ხვალ, დღის ბოლომდე აღუდგება, საბოლოოდ კი 2 დღეში გურია-აჭარაში ყველგან ჩაირთვება. საავადმყოფოებსა და კოვიდ სასტუმროებში ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია.
მეორე დღეა თხევადი აირი ბათუმში, მოთხოვნადია. გაზის ჩამომსხმელ ობიექტებთან რიგები იყო. ბუნებრივი აირის გამორთვის მიზეზი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე მომხდარი დაზიანება იყო.