ეპიდ-ვითარება მსოფლიოში 27/11

27 ნოემბერი 2020, 19:57 1124 ნახვა

დიდ ბრიტანეთში მეორე ლოქდაუნის ვადა ოფიციალურად 2 დეკემბერს იწურება.  ლონდონი კარანტინის შემსუბუქებას 23-დან 27 დეკემბრამდე გეგმავს, რათა მოსახლეობამ საშობაო დღესასწაული აღნიშნოს. თუმცა კარანტინის განმავლობაში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ დატოვონ სახლები. დასაშვები იქნება გარეთ გასვლა პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამსახურებსა და სკოლებში სიარული, მოხუცების მოვლა და ღია ცის ქვეშ ვარჯიში.

გერმანიაში ბარები და რესტორნები დაკეტილია, თუმცა სკოლები და მაღაზიები გაიღო. შეზღუდვების შესუსტების ფონზე, გერმანიაში მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. ანგელა მერკელის თქმით, საშობაოდ გერმანიაში 10 ადამიანის შეკრება დასაშვები იქნება. საშობაო ბაზრობები  დაკეტილია.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში