"გენდერული თანასწორობა - ქალთა უფლებებისათვის" ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შუახევის ქალთა ოთახში გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელძღვანელმა ნაადრევ ქორწინებასა და იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს აწუხებთ. შეხვედრის დასასრულს შეხვედრაზე "ქალთა ოთახსა" და საიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული გაფორმდა.