16 იანვრიდან შეზღუდვები მხოლოდ შაბათ-კვირას დარჩება ძალაში

26 ნოემბერი 2020, 14:39 1253 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

16 იანვრიდან შეზღუდვები მხოლოდ შაბათ-კვირას დარჩება ძალაში.

"16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება და რჩება მხოლოდ  შაბათ - კვირას ის შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი